დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იცვლება საპენსიო სააგენტოს რეფორმით - ირაკლი ნადარეიშვილის განმარტება

რა იცვლება საპენსიო სააგენტოს რეფორმით - ირაკლი ნადარეიშვილის განმარტება

03-06-2024 19:00:00

საპენსიო სააგენტოში მორიგი რეფორმა იგეგმება, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილება მოხდება და შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი  მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მოხდება ერთობლივი, ჰოლისტიკური ზედამხედველობა მთლიანი საპენსიო სქემის, რაც იქნება ასევე საუკეთესო ინტერესების დამცველი თითოეული მონაწილის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის. 

„ორი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც ეხება მიმდინარე ცვლილებები. პირველი ეს არის მმართველობითი სტრუქტურა. მოსახლეობას, რომ კარგად ავუხსნათ, დღევანდელი მოწყობით არის 2 მმართველობითი რგოლი. ერთი საინვესტიციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მხოლოდ პროფესიონალებისგან, მეორე არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მოქმედი მინისტრებისგან.

ანუ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურა არის და ხელმძღვანელობენ ერთ ორგანიზაციას და უკვე საპენსიო რეფორმის მიმდინარეობის განმავლობაში გარკვეული ხარვეზებიც აჩვენა. მათ შორის როდესაც საუბარია ფუნქციების ძალიან მკაფიო გადანაწილებაზე, აქ არის გამოწვევები და ასევე გადანაწილებული ფუნქციების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანობის კოორდინაცია, ვინაიდან ეს არის ერთი ორგანიზმი, ერთი საფინანსო ინსტიტუტი და შეუძლებელია, რომ სრულად იყოს გამიჯნული ეს ორი ვერტიკალი ერთმანეთისგან. ამან გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, ამავე დროს ეს მოდელი არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, შესაბამისად ის ცვლილებები რაც შედის გულისხმობს მარტივად, რომ ავხსნათ ორი მმართველობითი ორგანოს გაერთიანებას. მინისტრები გამოდიან მმართველობიდან და მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული მმართველობითი საბჭო წარუძღვება  საქმიანობას, როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ ნაწილში.

ეს ჰგავს იმ სქემას, რომლითაც მოქმედებენ კერძო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ბანკები. ეს ჰგავს იმ საზედამხედველო სტრუქტურას, როდესაც სებ-ი ზედამხედველობს ფინანსურ ინსტიტუტებს და მეორე ცვლილება სწორედ ამას შეეხება. დღეის მდგომარეობით, მოქმედი კანონმდებლობით სებ-ი ზედამხედველობს მხოლოდ საინვესტიციო მიმართულებას და არ ზედამხედველობს ყველაფერს დანარჩენს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოხდება ერთობლივი, ჰოლისტიკური ზედამხედველობა მთლიანი საპენსიო სქემის, რაც იქნება ასევე საუკეთესო ინტერესების დამცველი თითოეული მონაწილის და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და როგორც ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, კალენდრის მიხედვით ესწრება, რომ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მოხდეს სამი მოსმენით კანონის მიღება.

„წლის ბოლომდე გარკვეული ნაწილი ამოქმედდება, მათ შორისაა სებ-ის ზედამხედველობის ნაწილი“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები