ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი 2024 წლის 20 თებერვლიდან თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ამ დროისათვის ავიაკომპანიის ვებგვერდზე თბილისი- კიშინაუ-ს მიმართულებაზე ბილეთის ფასი 329 ლარიდან იწყება, ხოლო კიშინაუ-თბილისის მიმართულებაზე კი 265 ლარიდან.
თბილისს და კიშინაუს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
მგზავრებს, თბილისი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე, 148 მგზავრზე გათვლილი, Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ.
Georgian Wings-ი ახორციელებს ფრენებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებზე, თბილისი-ბათუმის და თბილისი-ბაქოს მიმართულებით.
2024 წლის თებერვლის თვიდან Georgian Wings-ი, მოლდოვის გარდა, ასევე რეგულარული ფრენების შესრულებას გეგმავს ყაზახეთსა და უზბეკეთში. ავიაკომპანია მგზავრებს კომფორტული და მარტივი მოგზაურობისთვის, უახლოეს პერიოდში ტრანზიტულ ავიაბილეთის შესთავაზებს.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა