დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ექნება სადაზღვევო ბიზნესზე უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას - ნინა კობახიძის შეფასება

რა გავლენა ექნება სადაზღვევო ბიზნესზე უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას - ნინა კობახიძის შეფასება

26-06-2024 11:00:00

სადაზღვევო ბიზნესი უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას მიესალმება. როგორც  Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ განაცხადა, როდესაც ქვეყანა 6-10 მლნ ტურისტის მოლოდინშია, ეს იქნება სამედიცინო და სახელმწიფო დანახარჯების დაზოგვა იმ თვალსაზრისით, რომ ამ უცხოელი ტურისტების სამედიცინო სერვისების ანაზღაურებაში უკვე კერძო სექტორი ჩაერთვება. 

„ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ტურისტების დაზღვევა გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მაღალი დანახარჯებია იგივე სტაციონარული ქსელისთვის, როდესაც ისინი ვერ უზრუნველყოფენ ან არ იხდიან ან უწევთ სამედიცინო სერვისების გამოყენება და სამწუხაროდ ხშირად არც უცხოური დაზღვევა მათ შემთხვევაში არ მოქმედებს. უცხოელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის დაწყება 2026 წლისთვის გადაიდო თუმცა ძალიან ლოგიკური და გონივრულია, რომ როგორც ავტომობილების შემოდის და ეზღვევიან საქართველოში სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე, ასევე მოხდეს მათი ჯანმრთელობის რისკების დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო კომპანიები.

იცით, რომ 6-10 მლნ ტურისტის მოლოდინია საქართველოში და შესაბამისად ბაზრის ზრდის გარდა ეს არის სამედიცინო და სახელმწიფო დანახარჯების დაზოგვა იმ თვალსაზრისით, რომ კერძო სექტორი ჩაერთვება ამ ადამიანების სამედიცინო ანაზღაურებაში და საკმაოდ გონივრული და პროგრესული გადაწყვეტილებაა.

თვითონ ნებაყოფლობითაც იყიდიან სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, თუმცა შემოსვლისთანავე ჩვენ სადაზღვევო ინდუსტრია ვგეგმავთ, რომ ისეთ ადგილებზე მოვახდინოთ და დავახვედროთ ხელმისაწვდომი შეძენა, რომ მაგის პრობლემა არ იყოს“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოში ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ქონის ვალდებულება, რომელიც 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში გადავადდა და ის 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღად 2026 წლის 1-ელი იანვარი განსაზღვრა. 

აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით,  მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები