დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ექნება ენერგოეფექტურობის რეგულაციას მშენებლობის ფასებზე -  „არსი“

რა გავლენა ექნება ენერგოეფექტურობის რეგულაციას მშენებლობის ფასებზე - „არსი“

29-05-2023 09:30:44

 

ენერგოეფექტურობის სტანდარტთან დაკავშირებულ ახალი რეგულაციას მიმდინარე პროექტებზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ Business Insider Georgia- თან კომპანია „არსის" აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე საუბრობს.

მისი თქმით, ცვლილება განსაკუთრებით იმ კომპანიებზე აისახება, რომლებიც აქამდე მსგავს ენერგოეფექტურ მასალებს არ იყენებდნენ.

„1-ელი ივლისიდან რეგულაციის დაწესება ფასებზე მყისიერ გავლენას ვერ მოახდენს. დაახლოებით წელიწადნახევარი უნდა გავიდეს, რომ ცვლილება ფასებზე აისახოს. ასეა ტრადიციულად, მიმდინარე პროექტებზე რეგულაციის გავლენას არ ველოდებით. თუმცა მომავალი წლიდან ცვლილება იქნება, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ენერგოეფექტურ მასალებს აქამდე არ იყენებდნენ. მათ თვითღირებულების ხარჯი გაეზრდებათ, რაც საბოლოოდ ფასებზე იმოქმედებს. საბოლოო ჯამში, ფასებზე გავლენას ახდენს ყველა ის ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში იჩენს თავს, ეს შეიძლება იყოს არა რეგულაცია, არამედ სხვა გარემოებაც, მაგალითად, ლარის კურსი ან თუნდაც სხვა ფაქტორი", - ამბობს ბესო ორთოიძე.

ცნობისთვის, 1-ელი ივლისიდან, ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები ძალაში შედის. რეგულაცია შეეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად მისი საკუთრების ფორმისა. იმ შემთხვევაში თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედება არსებულ შენობებზეც ვრცელდება, თუ ის რეკონსტრუქციას საჭიროებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები