დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს წითელი ზღვის კრიზისს საჰაერო-სატვირთო გადაზიდვებზე - Geosky Airlines-ის შეფასება

რა გავლენა აქვს წითელი ზღვის კრიზისს საჰაერო-სატვირთო გადაზიდვებზე - Geosky Airlines-ის შეფასება

23-01-2024 18:00:00

ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ში ადასტურებენ, რომ წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით, საჰაერო გადაზიდვებზე მოთხოვნა გაზრდილია.

როგორც Business Insider Georgia-სთან ავიაკომპანია Geosky Airlines-ის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში ავიაკომპანიაში გადაზიდვებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება. 

„რეისების შესრულებაზე ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია. ამის თქმის საშუალებას ჩვენს კომპანიაში დაფიქსირებული გაზრდილი მოთხოვნა მაძლევს“, - აცხადებს შალვა კიკნაძე.

Geosky Airlines-ის პრეზიდენტის თქმით, წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ, ავიაკომპანია იგივე მოცულობით ტვირთებს ემსახურება, რასაც კრიზისამდე. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ავიაკომპანია წინასწარ გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე ოპერირებს და წლის განმავლობაში გარანტირებული მოცულობები აქვს. 

„წითელ ზღვის კრიზისის შემდეგ Geosky Airlines-ის მაგალითზე ვითარება უცვლელია, ავიაკომპანია ისევ იმ რაოდენობის ტვირთების ტრანსპორტირებას ახდენს. ჩვენი ტვირთნაკადი არც გაზრდილა და არც შემცირებულა იქიდან გამომდინარე, რომ რეისებს კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე ვასრულებთ, რომელიც თავიდანვეა შეთანხმებული და გაწერილი.

Geosky Airlines-ი ყოველდღიურ ჩარტერულ რეისებს არ ასრულებს, გვაქვს რეგულარული რეისები და Boeing 747-ზე ხელშეკრულებები. მოთხოვნა არის ტვირთებზე, მაგრამ რისი საშუალებაც გვაქვს სრულად გაქვს ათვისებული და აქედან გამომდინარე ცვლილება ტვირთების მოცულობებზე არ შეინიშნება“, - აცხადებს შალვა კიკნაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები