დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გამოწვევების წინაშეა საოკუპაციო ხაზთან მდებარე შაფრანის მეურნეობა

რა გამოწვევების წინაშეა საოკუპაციო ხაზთან მდებარე შაფრანის მეურნეობა

08-12-2023 17:00:56

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სათემოში შაფრანის მცირე მეურნეობაა, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრი მერაბ ინასარიძე უძღვება. უამინდობის გავლენამ ამ უნიკალური, ოქროს ფასად ღირებულ პროდუქტზეც ცუდად იმოქმედა და მოსავალი შემცირდა. 

„მოსავლის ზრდას ველოდით, ყველანაირი პირობა შეიქმნა ამისთვის, მაგრამ მაინც ვიზარალეთ. გამოცანად რჩება, რატომ მოხდა ასე, ვფიქრობ უამინდობამ იმოქმედა. წარმოების გაფართოებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს გეგმაც შევცვალე, არ მინდა ვიჩქარო, ვაკვირდები პროცესს, რომ წარმოება სწორად დავგეგმო და არ მქონდეს ჩავარდნა. შარშან 1,7 კილოგრამი შაფრანი მივიღეთ.  ყოველწლიურად უნდა მატულობდეს, მაგრამ 1,1 კილო გამოგვივიდა. თანხობრივად ეს არის 12 000 ლარის დანაკარგი. რაც შეეხება რეალიზაციას, მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან. ადრე ჰორეკა სექტორში ვყიდდი, მაგრამ წელს რატომღაც შეკვეთა არ მიმიღია", - ამბობს შაფრანის მწარმოებელი Business Insider Georgia- თან. 

მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი სოფელ სათემოში მერაბ ინასარიძეს რვა  წელია, მოჰყავს.1 გრამი შაფრანის ფასი 20 ლარია, თუმცა ევროპაში 2-3-ჯერ ძვირი ღირს.

რაც შეეხება მოსავლიანობას, მერაბ ინასარიძის თქმით, 1 ჰა-ზე საზღვარგარეთ 10-15 კგ ზაფრანა იწარმოება. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მაქსიმუმ 4-5 კგ პროდუქტის მოყვანაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ზამბახისებრთა ოჯახის ამ მცენარის შესახებ, ბევრი რამ არ არის ცნობილი. სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში მისი ექსტრაქტის გამოყენებით 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება.
არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამი ზაფრანის ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები