დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა ქვეყანაში ყველაზე მეტად

რა გაძვირდა ქვეყანაში ყველაზე მეტად

06-06-2023 16:00:42

ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სასტუმროების, კაფეების და რესტორნების მომსახურება გაძვირდა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა 2023 წლის მაისში 2022 წლის მაისთან შედარებით სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 11,1%-ით გაძვირდა.

ხოლო რაც შეეხება თვიურ ჭრილში, მაისში აპრილთან შედარებით გაძვირებამ 0,7%-ი შეადგინა. 

მეორე ადგილზეა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ამ ჯგუფში ფასებმა წლიურ ჭრილში 7,1%-ით მოიმატა, ხოლო თვიურ ჭრილში 1,6%-ით.

წლიურად ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ერთი წლის განმავლობაში განათლება გაძვირდა 6.8%-ით. მაისში აპრილთან შედარებით განათლების კუთხით ფასთა ცვლილება არ დაფიქსირებულა და მაისშიც აპრილის დონეზე დარჩა.

5%-იანი გაძვირება ფიქსირდება ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის პროდუქტებზე. თვიურ ჭრილში კი გაძვირების მაჩვენებელი 1%-ია.

3,7%-იანი გაძვირება ფიქსირდება წლიურ ჭრილში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფზე, თვიურ ჭრილში კი პირიქით 0.1%-ით გაიაფდა კიდეც. 

მაისიდან მაისამდე პერიოდში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა 3,3%ით, ხოლო მაისში აპრილთან შედარებით კი 1,7%-ით გაიაფდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები