დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები მოქმედებს ოქროს ფასზე და როგორია 2024 წლის პროგნოზი

რა ფაქტორები მოქმედებს ოქროს ფასზე და როგორია 2024 წლის პროგნოზი

07-01-2024 17:52:00

2023 წელს ოქრომ შემოსავლების კუთხით, S&P 500-ის ინდექსს გაუსწრო, ხოლო ოქტომბერში ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე 1-ელი აგვისტოს შემდეგ უნცია ოქროზე ფასმა $2000 პირველად გადააჭარბა.

  • რა ფაქტორები მოქმედებს ოქროს ფასზე და როგორი იქნება 2024 წლის პროგნოზი

2022 წლის გეოპოლიტიკურ მოვლენებამდე, ბოლო 90 წლის განმავლობაში ოქროს ფასი დამოკიდებული იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებს შორის არსებულ გარიგებებზე. დასავლეთის ქვეყნები განსაზღვრავდნენ მოთხოვნა-მიწოდებას,ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნებს გარიგებისას კონტრაგენტის ფუნქცია ჰქონდათ.

World Gold Council-ის მონაცემებით, როდესაც მსხვილი ცენტრები დიდი რაოდენობით ოქროს ყიდულობდნენ, ძირითადად დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში, ოქროზე ფასის ზრდა დაიწყო. მეორე ფაქტორი, რასაც გავლენა აქვს ოქროს ფასზე, ეს არის აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები. ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირების ფონზე ობლიგაციები მიმზიდველობას კარგავს და ინვესტორები კაპიტალდაბანდებისთვის ოქროს ირჩევენ, ხოლო ობლიგაციების ფასის ზრდის შემთხვევაში ინვესტორები კვლავ ამ ფასიან ქაღალდზე აკეთებენ აქცენტს, რადგან ოქროში ინვესტირება მათთვის ინტერესს კარგავს.

Bloomberg-ის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 2008 წლის კრიზისის შემდეგ 15 წლის მაქსიმუმს გაუტოლდა და 4,33%-იანი ზრდა აჩვენა. რასაც გავლენა უნდა ჰქონდა ოქროს ფასის შემცირებაზე, თუმცა, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე ოქრო 16%-ით გაძვირდა უნციაზე ფასი $1643-დან $1954-მდე შეიცვალა.

ამ ფაქტორის გარდა ოქროს ფასზე გავლენა არ ჰქონდა გარიგებების მოცულობას. მაგალითად, 2022 წლიდან ბრიტანეთი და შვეიცარია ოქროს ექსპორტიორები გახდნენ. ისტორიული პარადიგმის გამო ეს ფაქტორი უნდა გამხდარიყო ოქროზე ფასის კლების მიზეზი. დინამიკა აჩვენებს, რომ დასავლეთს აღარ აქვს გავლენა ძვირფასი მეტალის ფასის ფორმირებაზე. გეოპოლიტიკური კონფლიქტების ესკალაციის გავლენა ოქროს ფასზე 2022 წელს განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, დოლარის აქტივები რისკიანი გახდა. ამიტომ გლობალური სამხრეთის, ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის ცენტრალურმა ბანკებმა გადაწყვიტეს ნეიტრალური, ნაკლები რისკის მქონე აქტივების ფლობა და 2022 წლიდან ოქროს რეზერვების დაგროვება და შვეიცარიაში ფარული შესყიდვები დაიწყეს.

ექსპერტების შეფასებით ეს იმისთვის გაკეთდა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ ძირითად რეზერვებს გაყინავს, ამან აჟიოტაჟი და ოქროს გაძვირება არ გამოიწვიოს.

World Gold Council-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 9 თვეში ცენტრალურმა ბანკებმა 800 ტონა ოქრო იყიდეს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია. ამასთან, ოქროს ფასზე მკვეთრი გავლენა ჰქონდა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს, რადგან 2023 წლის ოქტომბრიდან ძვირფასი მეტალის ფასი 8%-ით გაიზარდა, აქედან შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ნებისმიერი გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებას ოქროს ფასის ზრდაზე პოზიტიური გავლენა ექნება.

ოქროს ფასის პერსპექტივას 2024 წელს ვითარება აჩვენებს. უკვე დარღვეულია სტანდარტული საბაზრო კორელაციები, რაც დიდი ხნის განმავლობაში საპირისპიროდ ვითარდებოდა. ცნობილია, რომ როდესაც რეალური შემოსავალი იზრდება, ოქროს ფასი უნდა შემცირდეს, ეს ჯერ არ მომხდარა ცენტრალური ბანკების პოლიტიკის გამო რომელიც სავალუტო რეზერვების ფორმირებას ეხება.

თუ ვივარაუდებთ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და რეზერვების მარაგში ოქრო 40%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, დამატებით ამ აქტივში $3,2ტრილიონის ინვესტირება მოხდება. ამასთან კვოტირება შესაძლოა, 25%-ს გაუტოლდეს, რაც უნცია ოქროზე $2500 დონის შესაბამისია.

ასეთ ოქროს ფასის ზრდას პროგნოზირებს კომპანია Fundstrat-ი გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივა და შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესია, რომლის ალბათობაც არ შეიძლება გამოირიცხოს.

პანდემიის შემდეგ, ასევე დაირღვა ნეგატიური კორელაცია აქციებსა და ობლიგაციებს შორის, სხვადასხვა აქტივებმა დაკარგეს პორტფელის ჰეჯირების ფუნქცია, ხოლო ოქრო შეიძლება გამოყენებულ იყოს დივერსიფიკაციისთვის.

ამ დროისთვის, ინვესტორების წილი ოქროში ჰეჯირების მიზნებისთვის უმნიშვნელოა. ამიტომ, თუ რეცესიის სცენარი განხორციელდება, გლობალური სამხრეთის ცენტრალური ბანკები დაიწყებენ ოქროსა და სავალუტო რეზერვების შემდგომ ფორმირებას და თუ გეოპოლიტიკური კონფლიქტების ესკალაცია გაგრძელდება, ოქროს ფასის ზრდის პოტენციალი შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს.

პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს ტროას უნცია შესაძლოა, $2,175, ხოლო 2025 წლის ბოლოს - $2,275 ღირდეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები