2023 წლის სექტმებერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 19.7%-ით გაიზარდა. მიუხედავად თვიური ზრდისა, ფასი კვირის ჭრილში 10.6%-ითაა შემცირებული, რაც ევროპაში თბილი ოქტომბრის მოლოდინითაა განპირობებული, თუმცა საბოლოო ზრდაზე გავლენა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულმა რისკებმა იქონიეს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
„S&P Global-ის მოლოდინით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მე-4 კვარტალში მაღალი იქნება, შესაბამისად, ევროპაში მარაგები 95%-ის ნიშნულზეა.
საუდის არაბეთი კი, ნავთობის შემდეგ ბუნებრივი აირის ბაზარს უერთდება - Saudi Aramco-მ MidOcean Energy-ის წილი შეისყიდა, რომელიც ავსტრალიაში ოთხ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტს აკონტროლებს.
Wood Mackenzie-ს თანახმად LNG-ზე მოთხოვნა 2050 წლამდე 70%-ით გაიზრდება, ამიტომ ნავთობის სხვა მოთამაშეებიც მსხვილ ინვესტიციებს აკეთებენ ამ ბიზნესში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
2 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?6 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად18 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა