დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა ფაქტორები ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

04-10-2024 10:15:00

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ბიუჯეტის სოლიდურ ზრდაზე, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკის ზრდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.. 

„ეკონომიკური ზრდა ითარგმნება გაზრდილ სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის ხარჯებიც ემსახურება მოსახლეობას, მათ შორის პირდაპირ გავლენას ახდენს პენსიების ზრდაზე, ვინაიდან პროცენტული მაჩვენებელი არის პირდაპირ კანონით გათვალისწინებული. 

მოდით, ბიუჯეტის ზრდამდე შევხედოთ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს, რა ვითარება გვაქვს:  20212 წლის 8 თვის მაჩვენებელი 10% -ია, ხოლო აგვისტოში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. 

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, მოხდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გადახედვა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობასაც 8%-ზე ზემოთ მოუწია ეკონომიკური ზრდის დაკორექტირდება. თავიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამაც უფრო კონსერვატორულად დაგეგმეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა ვითარებამ აჩვენა, რომ საჭირო იყო ამ მაჩვენებლის გადახედვა.

სწორედ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ბიუჯეტი და შესაბამისად, მეტი თანხა გვქონდეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის და რა თქმა უნდა ამან გავლენა უნდა მოახდინოს ხელფასებზე. 

რა იწვევს ბიუჯეტის ზრდას? საიდან მოდის თანხა? 

ამისთვის გადავხედოთ ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს. ეს ხდება ბიზნეს-სექტორიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში აქტიური ბიზნეს-სექტორი. თუ ამ მოაცემინებს შევხედავთ, აქტიური ზრდაა დაფიქსირებული როგორც ბრუნვის ნაწილში, ისე პროდუქციის გამოშვების ნაწილში. თუმცა, ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორია მცირე და საშუალო ბიზნესის როლი?

2012 წელს საქართველოში იყო ვითარება,როდესაც მსხვილ ბიზნესს ჰქონდა საქართველოს ეკონომიკის 80%, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20% იყო. ახლა კი საწარმოთა ზომის მიხედვით ასეთი ვითარებაა: მსხვილი ბიზნესის წილია 46,1%; მცირე ბიზნესი 29,3%, საშუალო ბიზნესი 24,6%. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალია ეკონომიკა და მცირე და საშუალო საწარმოებს აქვთ უფრო მეტი აქტიურობის საშუალება. მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკაში ამ დოზით მონაწილეობა ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროპულ სტანდარტთან და კონკურენციის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი არეალი აქვს.

ბოლო მაჩვენებლებით, შემცირებულია უმუშევრობის რაოდენობა და ფიქსირდება ხელფასების ზრდა. საწარმოების ზომების მიხედვით ხელფასების მაჩვენებელი ყველაზე მზარდი საშუალო ბიზნესშია. ასვე საინტერესოა,როგორ ხდება ბიზნესის მიერ შექმნილი პროდუქციის გადანაწილება. ბოლო მონაცემებით, რეალური ექსპორტის ზრდა არის საკმაოდ სოლიდური და მცირე და საშუალო ბიზნესი მონაწილეობს ექსპორტის მაჩვენებლებში, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ექსპორტი უზრუნველყოფს სავალუტო შემოსავლების ზრდას“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვლმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები