დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა აფერხებს საქართველოში მიდიების ფერმების განვითარებას - Maricultura Georgia-ს დამფუძნებელის შეფასება

რა აფერხებს საქართველოში მიდიების ფერმების განვითარებას - Maricultura Georgia-ს დამფუძნებელის შეფასება

09-01-2024 11:00:00

კომპანია Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა, მამუკა მიქაშავიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ შავი ზღვის რესურსიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ მიდიების წარმოება გაზარდოს და გადამამუშავებელი მრეწველობაც განავითაროს.

მეწარმის პროგნოზით, საქართველოს შეუძლია ხამანწკებისა და მიდიებს წარმოებიდან $180-დან $220 მილიონამდე შემოსავალი მიიღოს. შესაძლოა, განხორციელდეს პროდუქციის ექსპორტიც.

მეწარმის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე, ქართულ პროდუქტს კონკურენციას ჩილედან იმპორტირებული პროდუქცია უწევს და ასევე ის მეწარმეები ვინც მიდიებს შავ ზღვაში არალეგალურად მოიპოვებენ და ბაზარზე ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ჰყიდიან.

მეწარმე ამბობს რომ დარგში სერტიფიცირების განხორციელება, ამ ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მეწარმეები, რომელთაც აქვთ მიდიების ფერმები, რისკის ქვეშ მოიპოვებენ პროდუქტს და მიდიებს ბაზარზე მხოლოდ შემოწმების შემდეგ ჰყიდიან. არის საფრთხე, რომ მიდია მძიმე მეტალებით იყოს დაბინძურებული და ამ შემთხვევაში მომწამვლელია. ამიტომ საჭიროა ლაბორატორიული შემოწმება“, - ამბობს მეწარმე.

მეწარმის ინფორმაციით, საქართველოში გაყინული მიდიების იმპორტი ჩილედან ხორციელდება და ძირითადად ესაა ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტი.

„ჩილედან იმპორტირებული მიდიები გემოვნური თვისებებით შავი ზღვის მიდიებს ჩამოუვარდება. შავი ზღვის მიდიები ნაკლებ მარილიანი წყლის გამო უფრო კარგი ხარისხისაა და გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა. ჩვენი სურვილია, რომ ადგილობრივი ბაზარი კონკურენტებისგან და დაბალი ხარისხის პროდუქციისგან გავათავისუფლოთ“, - ამბობს მამუკა მიქაშავიძე.

გაყინული, იმპორტირებული 1 კილოგრამი მიდია ადგილობრივ ბაზარზე 36 ლარი ღირს, ხოლო ქართულის ფასი 18 ლარია.

Maricultura Georgia-მ აკვაკულტურის ათვისება 2016 წლიდან დაიწყო. ბიზნესის განვითარებისთვის კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. დღეისთვის Maricultura Georgia შავ ზღვაში 75 ჰექტარ ტერიტორიას ფლობს, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ჰექტრის ათვისებას ახერხებს და წლიურად 20 ტონამდე მოლუსკს მოიპოვებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 კვირაში

Kairos Logistics

1 დღეში

HSC Group Hospitality

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები