დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყავის ფასი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება

ყავის ფასი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება

30-08-2024 18:00:00

ყავა მთელ მსოფლიოში ძვირდება და სიტუაცია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება, იტყობინება Bloomberg. ფასი იზრდება როგორც ბიუჯეტური ყავის სახეობებზე, როგორიცაა რობუსტა, ასევე უფრო ძვირიანი ყავის სახეობებზე.

ყავის გაძვირების მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა. პლანტაციები და მოსავალი გვალვის, ან დიდ ნალექების გამო ზიანდება

რობუსტას მარცვლების ფასებმა 1970-იანი წლების ფასს მიაღწია, როდესაც ყავის ეს სახეობის ყველაზე ძვირი ღირდა. 

ევროპაში ყავის ფასის გამო მდგომარეობა სულ უფრო იძაბება. Bloomberg-ის ცნობით, ამინდის გამო ისეთ ძირითად საწარმოო რეგიონებში, როგორებიცაა ბრაზილია და ვიეტნამი, არაბიკასა და რობუსტას მარცვლებზე ფასები რეკორდს აღწევს. ევროკავშირის ახალი რეგულაციები ტყეების გაჩეხვასთან საბრძოლველად ასევე ართულებს ყავის იმპორტს, ზრდის ყავის დეფიციტს ბაზარზე - რაც ასევე გავლენას ახდენს ევროპულ კაფეებში ყავის ფასზე.

პროდუქციის გაძვირების გამო ყავის გადამამუშავებლები ნარევებზე უფრო იაფი მარცვლების დამატება დაიწყეს, - წერს Financial Times. ანალიტიკოსების აზრით, ფასები ყველაზე პოპულარულ ჯიშებზე - არაბიკასა და რობუსტაზე კიდევ გაიზრდება.

ლონდონის ბირჟაზე რობუსტას ფიუჩერსებმა ტონაზე 4,971  დოლარს მიაღწია.

ყავის ფასებს შესაძლოა პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია, - განუცხადა Financial Times-ს სტივ ბატლერმა, ანალიტიკური კომპანიის ChAI-ის თანადამფუძნებელმა, რომელიც საქონლის ფასებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროგნოზირებს. მისი თქმით, ფასების რალმა სპეკულანტების ყურადღება მიიპყრო.

ბოლოდროინდელმა სიცივემ ბრაზილიაში, რომელიც გლობალური ყავის წარმოების მესამედს შეადგენს (რომლის 70% არაბიკაა), ყავის მიწოდების დეფიციტთან დაკავშირებით გარკვეული შიშები წარმოქმნა. ბრაზილიაში ცივ ამინდ მოჰყვა გვალვა ვიეტნამში, რომელიც მსოფლიოში რობუსტას უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს. ამ ყველაფერმა კი გლობაალური ყავის მარცვლეულის მარაგის უკვე ზედიზედ მეოთხე წელია დეფიციტური გახადა. სატრანსპორტო ხარჯების ზრდა ასევე ახდენს ზეწოლას ბაზარზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები