27 ივლის Pullman Tbilisi Axis Towers-ში შეფების კოლაბორაცია შედგება. ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ემანუელ პოლიატი და შეფ-მზარეული რუსო დაუშვილი მსურველებს კულინარიულ ღონისძიებაზე ეპატიჟება.
„შემოგვიერთდით 27 ივლისს, 20:00 საათზე დაუვიწყარი კოლაბორაციისთვის რესტორან დიუმაში, სადაც რესტორანი დიუმას ფრანგი მზარეული ემანუელი და მასტერ შეფის გამარჯვებული რუსო შემოგთავაზებთ 4 კერძისგან შემდგარი მენიუს.
მიირთვით უგემრიელესი კერძები, ისიამოვნეთ შეფების წარმოდგენით ცოცხალი მუსიკის თანხლებით და დასამახსოვრებელი გარემოთი თბილისის ყველაზე მაღალი რესტორნიდან“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეფების კოლაბორაციაზე დასწრების ფასი ერთ ადამიანზე არის 90 ლარია დღგ-ს ჩათვლით.
უახლესი