პროფესიული განვითარების ასოციაციასა და Marriott Hotels & Resorts — Marriott International-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც აბიტურიენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას მოიცავს. დოკუმენტს ხელი მოეწერა- Tbilisi Marriott-ისა და MOXY-ის გენერალურ მენეჯერ ალეკო კვარაცხელიას და ასოციაციის დირექტორის ნინო კოშაძის მიერ. ალეკო კვარაცხელიას განცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, სასტუმროსა და ტურიზმის პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. მისივე თქმით, სასტუმრო პასუხობს იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა სწორ მართვასაც ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებამდე მივყავართ. ასოციაციის Marriott Hotels & Resorts — Marriott International თანამშრომლობის მიზანია, ახალგაზრდებისთვის, საქართველოს სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიების გაცნობა და ამ კუთხით, ამ სფეროების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობა. ,,ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მყარი პარტნიორობის გარანტი გახდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვიზრუნოთ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე"- ასოციაციის დირექტორი ნინო კოშაძე.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა