„წავკისის პანორამა“, რომლის გაყიდვებიც გასული წლის ზაფხულში დაიწყო და 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, შესაძლოა 1 წლით ადრე დასრულდეს, რაც პროექტის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების აქტიურ გაყიდვებს უკავშირდება.
როგორც „ბიზნეს ინსაიდერთან“ პროექტის გაყიდვებისა და მარკეტინგის აღმასრულებელი მენეჯერმა განაცხადა, „წავკისი პანორამას“ მიწის ნაკვეთების 85%-ი უკვე გაყიდულია.
„პროექტის ფარგლებში გაყიდვები გასული წლის ზაფხულში დავიწყეთ. პროცესი 2 წელზე გვქონდა გათვლილი, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ პროექტის 85%-ი უკვე გაყიდულია. არსებული ტემპის გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ პროექტების დარჩენილი ნაწილის რეალიზებაც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“.- აცხადებს „წავკისი პანორამას“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი განყოფილების ხელმძღვანელი, მარიამ აფაქიძე.
პროექტი „წავკისის პანორამა“ 12 ჰექტარზეა გაშლილი და სამშენებლოდ გამზადებულ 98 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს აერთიანებს, რომელიც ყველა კომუნიკაციით არის უზრუნველყოფილი.
„გეგმაზე მუშაობისას, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პროექტი არ ყოფილიყო მჭიდროდ დაგეგმარებული, ამიტომ უარი ვთქვით მიწების პატარა ზომებად დაყოფაზე და მომხმარებელს 700-დან 1 100კვ/მ-მდე ნაკვეთები შევთავაზეთ. არსებული მიწის ნაკვეთები უზრუნველყოფილია ყველა კომუნიკაციით და ჩვენ, ასევე ვუზრუნველვყოთ მშენებლობის ნებართვას. სახლის პროექტირება და დიზაინი კი მთლიანად მესაკუთრის სურვილზე არის დამოკიდებული. პროექტის ფარგლებში დაწესებული გვაქვს მხოლოდ ერთი შეზღუდვა, რის მიხედვითაც სახლები არ უნდა აღემატებოდეს სამ სართულს“ - განმარტავს მარიამ აფაქიძე.
გასული წლის ზაფხულში, როდესაც პროექტის „წავკისის პანორამა“ გაყიდვები გაიხსნა 1 კვ/მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 85 დოლარი იყო, თუმცა დღეისათვის ფასი 1 კვ/მ-ზე 165-175 დოლარიდან იწყება.
„ფაქტობრივად, ფასები 2-ჯერ მეტადაა გაზრდილი, რაც ბუნებრივია, რადგან ფასების ზრდა მიბმული გვაქვს გაყიდული ქონების რაოდენობაზე. გაყიდვების ტემპი შედარებით ნელა რომ წარმართულიყო, ფასის ზრდაც, ასევე ნელი იქნებოდა. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფასის ზრდაც გაყიდვების ზრდამ განაპირობა და ამ პროცესმა დაგეგმილ მოლოდინს გადააჭარბა“, - განაცხადა მარიამ აფაქიძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის უდიდესი ნაწილი მწვანე სივრცეებსა და ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას დაეთმო. „წავკისის პანორამას“ ტერიტორია მოიცავს 1,5 ჰექტარ სარეკრეაციო ზონას, ჩოგბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს, სკეიტპარკს და ველობილიკს. 1000 მეტრი სიგრძის სასეირნო ხეივანს, რომელიც ქმნის თვალწარმტაც პეიზაჟს, წლის ყველა სეზონზე.
„წავკისის პანორამას“ წარმატებული გაყიდვების ფონზე, კომპანია ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე დაანონსებენ.
უახლესი