დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება - პესკოვი

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება - პესკოვი

25-06-2023 09:30:12

პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ, კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს,რომ დაქირავებულები არ დაისჯებიან და პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. 

დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან  ვაგნერის ხელმძღვანელისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გამართული მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა. 

„მათი სამხედრო დამსახურების გათვალისწინებით"; ხოლო თავად პრიგოჟინი ბელარუსში გადავა. გარდა ამისა, ზოგიერთი მებრძოლი, რომელიც არ მონაწილეობდა აჯანყებაში, გააფორმებს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან; პესკოვის თქმითვე შუამავლობის სურვილი თავად ლუკაშენკომ გამოთქვა, რომელიც პრიგოჟინს "20 წელზე მეტია იცნობს".

პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხის შეწყვეტის გადაწყვეტილება ლუკაშენკოსთან  საუბრის შემდეგ გამოაცხადა და თქვა, რომ "რუსების სისხლს არ დაღვრის".

რუსეთის პროკურატურამ ვაგნერის ხელმძღვანელზე სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ფაქტზე გასულ ღამეს აღძრა მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვა "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და თავისი დაქირავებული მებრძოლებით, მოსკოვისკენ დაიძრა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები