პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ნანობს ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ,რომ დღეს ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვრიშვილმა დატოვა.
ეროვნული ბანკი სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემაც დატოვა.
უახლესი