დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Poti Textile ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობას აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

Poti Textile ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობას აფართოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

12-05-2023 01:00:12

სამკერვალო საწარმო Poti Textile, რომელიც ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ოპერირებას, ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობას აფართოებს.

Business Insider Georgia-თან Poti Textile-ის დირექტორმა ნელი გაგნიძემ განაცხადა, რომ კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია სრულად ევროპაში გადის ექსპორტზე, რადგანაც დამკვეთები ძირითადად ევროპული ბრენდები და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები არიან. მათთვის კომპანია უნიფორმებს კერავს.

„ამ დროისთვის პროდუქციას ევროპული ბრენდებისთვის ვკერავთ, თუმცა კონკრეტულად ვისთვის, ინფორმაცია კონფიდენციალურია. ასევე ვკერავთ უნიფორმებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან გასულ წელს დავიწყეთ, თუმცა დაკონტრაქტება, ქსელში ჩაშვება, მიღება და პროდუქციის წარმოება უკვე 2023 წლიდან მოხდა“, - აცხადებს Poti Textile-ის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, კომპანია უახლოეს პერიოდში კონტრაქტებს გააფორმებს კიდევ 5 ევროპულ ბრენდთან, რომელთანაც მოლაპარაკებები მალე დასრულდება.

„5 ევროპულ ბრენდთან მოლაპარაკებები მალე დასრულდება. ზოგადად ამ სფეროში მოლაპარაკებების რთული სტრუქტურაა. ჯერ ხდება გაცნობა, მერე ვიზიტი ფაბრიკაში და ნიმუშების დამუშავება, შემდეგი ეტაპია ფასების შეჯერება და ამის შემდეგ ვიწყებთ მოდელების გამოშვებას. ვიღებთ დაკვეთებს და ვიწყებთ თანამშრომლობას“, - აცხადებს ნელი გაგნიძე.

მისივე თქმით, Poti Textile ადგილობრივი ბაზრისთვის არ მუშაობს.

„რადგანაც სამკერვალო საწარმო თავისუფალ ინდუსტრიული ზონაში მდებარეობს, თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულების ბენეფიტებით სარგებლობისთვის, ჩვენთვის უფრო მისაღებია ევროპისა და ინგლისის ბაზარი“, - ამბობს Poti Textile-ის ხელმძღვანელი. 

კონტრაქტორებისთვის Poti Textile ამ დროისთვის ქალის და მამაკაცის ტანსაცმელს კერავს.

„გვაქვს ბავშვის ხაზიც. რეალურად ყველაფერს ვკერავთ ჯინსისა და ტყავის გარდა“, - ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები