„მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს და რამდენიმე დღეში თბილისში McDonald's-ის 2 რესტორანს ხსნის. როგორ Business Insider Georgia-ს კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ბაღათურიამ განუცხადა, გოთუას ქუჩასა და ვაჟა
-ფშაველას გამზირზე ახალი ფილიალები ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება.
„მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით გაფართოებასაც განაგრძობს და თითოეულ ახალ ლოკაციაზე ახორციელებს მწვანე ინიციატივებს. ამჯერად, თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ორი რესტორანი
შეემატება. McDonald's-ი ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში ჯამში 18, ხოლო საქართველოს მასშტაბით 25 რესტორნით იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა ელენე ბაღათურიამ.
გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე McDonald's-ის რესტორანი უახლესი ეკო სტანდარტებით არის აშენებული და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს დასაჯდომი ღია და შიდა სივრცეები, ტერასა, სარეკრეაციო ზონა, პარკინგი, 24-საათიანი დრაივის მომსახურება და ბავშვებისთვის საყვარელი დაბადების დღის ცენტრი ელოდება.
რესტორნის ინტერიერი პრემიალურია და გამოირჩევა სხვადასხვა საინტერესო ელემენტებით და როგორც „მაკდონალდს საქართველოში“ განმარტავენ, ასეთი სტილის რესტორანი პირველია ქართულ ბაზარზე და სულ 20 არსებობს მთელ მსოფლიოში. რივერსაიდის რესტორანი აღჭურვილია განახლებული თვითმომსახურების კიოსკებით, ბავშვთა გასართობი ფლეილენდით და მაკკაფეს კუთხით, სადაც უკვე განახლებული დესერტები დაგხვდებათ.
რესტორნის სახურავზე განთავსებულია მზის პანელები ყოველდღიურად 46 კვ/ტ ენერგიის გამომუშავებით, რაც რესტორნის ოპერირებისთვის საჭირო ენერგიის ნაწილს უზრუნველყოფს.
საპარკინგე სივრცეში კი განთავსებულია ავტომობილის ელექტრო დამტენი სადგური, რომელიც მდგრადი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება. რესტორნის ტერიტორიაზე მომხმარებელს დახვდება ასევე მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებითაა დამზადებული და, დეკორატიული დანიშნულების გარდა, ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს - ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს გარემოს.
“მაკდონალდს საქართველოსთვის“ ეკო სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით საბოლოო ჯამში დიდი ცვლილებები მიიღწევა და დიდ გავლენას ვახდენთ ბუნებასა და საზოგადოებაზე. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რომლებსაც დღესაც ვაგრძელებთ. ეკომეგობრული კონცეფციის რესტორნის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნისკენ. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს მწვანე მიმართულებით, რასაც პერიოდულად განვახორციელებთ და გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოზე ზრუნვაში,” - განმარტავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბაღათურია
რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირზე N71-ში მდებარე McDonald's-ის ობიექტს, რომლის გახსნაც ასევე 1-ელ ოქტომბერს იგეგმება სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.
ახლადგახსნილ რესტორნებში, McDonald's-თან ერთად, განთავსებული იქნება მაკკაფე, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია. ორივე რესტორანში ხელმისაწვდომი იქნება მაკსაუზმეც, რომელიც დღის საუკეთესო დასაწყისია და 8:00-დან 12:00 საათამდე მომხმარებელს შეეძლება შეკვეთის გაკეთება.
„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 2100-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
დაარსების დღიდან დღემდე „მაკდონალდს საქართველომ“ სხვადასხვა მიმართულებით 185 მილიონ ლარამდე ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 216 მილიონ ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით 2025 წელს კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს. კომპანიას სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა აქვს მწვანე მიმართულებითაც რასაც პერიოდულად განახორციელებს. მაკდონალდსში სჯერათ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით