პატარა ევროპული სოფლის ნიშა დავიკავეთ და სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, - ამბობს Business Insider Georgia-სთან ასურეთში მდებარე ტურისტული ობიექტის „სადგურის“ მფლობელი გიორგი ბარათაშვილი.
„სადგური“ 2022 წელის ზაფხულში გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ ბარ-რესტორანი და გესტჰაუზი ბაზარზე ორი წელიც არაა ოპერირებს და დედაქალაქის მცხოვრებთა და ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. „სადგურის“ შექმნის კონცეფციის იდეა 2014 წელს გაჩნდა, როდესაც განსხვავებული სტილისა და არქიტექტურის მქონე სოფელ ასურეთში მოგზაურობისას გადავწყვიტე ევროპული სივრცის შექმნა და ჯერ ადგილი შევარჩიე, შევიძინე მიწა, რომელიც თავის დროზე გერმანელების სამანქანე-სატრაქტორე სადგური იყო და შემდეგ ნანგრევებიდან პატარა ევროპული სოფელი ავაშენე,“ - ამბობს გიორგი ბარათაშვილი.
მისი თქმთ, უკვე დაიკავეს „ევროპული სოფლის“ ნიშა და 2023 წელი ძალიან საინტერესო და წარმატებული იყო „სადგურისთვის“ რადგან ბიზნესი გაიზარდა.
„2023 წელს“ ახალი სივრცე დაგვემატა, სადაც უფრო მეტი ადამიანის მიღება შევძელით. ძალიან საინტერესო სივრცეა, სადაც იმართება საჯარო, პრივატული კორპორაციული საღამოები. ასევე, გასულ წელს პირველად გავმართეთ „ოქტომბერფესტი“, რომელიც ახალი წამოწყებაა ჩვენთვის.
სამი შაბათ-კვირის განმავლობაში იმართებოდა ფესტივალი, რომლისაც ბევრად მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. გაიმართა გასართობი ღონისძიებები. „ოქტომბერფესტს“ 2024 წელს აუცილებლად უფრო მასშტაბურსა და საინტერესოს გავხდით.
წელს „ოქტომბერფესტზე“ ძირითადად ჟღერდა გერმანულ-ევროპული ფოლკლორი, ამ ღონისძიების შედეგად „სადგურის“ ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა.
ამასთან, ტრადიციულად გვაქვს საშობაო მარკეტი, რომელიც 2023 წლის 24-25 დეკემბერს გავმართეთ და დღემდე აქტიურად ვართ დატვირთული“, - ამბობს გიორგი ბარათაშვილი.
„სადგურის“ მფლობელი ობიექტის წარმატებას გარემოს ავთენტურობას უკავშირებს.
„ასურეთი გერმანელების მიერ დაარსებული სოფელია. ამ ობიექტზეც არაფერი შეგვიცლია, ავთენტურობა იგრძნობა და ყველაფერში გამოსჭვივის. ეს კარგ აურასა და ბავარიული სოფლის განწყობას ქმნის. პატარა ევროპული სოფლის ნიშა დავიკავეთ“, - ამბობს გიორგი ბარათაშვილი
. 2024 წელს „სადგურის“ მფლობელი მენიუს გადახედვასა და საბავშვო გასართობი სივრცის დამატებას გეგმავენ.
„გავზრდით გარე სივრცეს და უკეთ მოვემზადებით „ოქტომბერფესტისთვის“ რომ „სადგური“ კიდევ უფრო საინტერესო გახდეს და ბევრი ღონისძიებით იყოს დატვირთული“, - ამბობს ტურისტული ობიეტის მფლობელი.
უახლესი