ორგანული ნედლეულით დამზადებული ქართული სანელებლების კომპანია Paprika, სამი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Paprika-ს დამფუძნებელს ინგა ზურაბიანს ესაუბრა.
„თავიდანვე მიზანი იყო ექსპორტზე გასვლა. შესაბამისად, ავაწყვეთ ბრენდინგიც, მაგრამ რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ პირველ წელს ქართული ბაზარზე შევსულიყავით. ამ სეგმენტში ეს პირველი პროექტია და შესაბამისად გაუთვალისწინებელი ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას მიზნით ასე გადაწყდა, რაც წარმატებით განვახორციელეთ. მეორე წლის გეგმა იყო ექსპორტზე გასვლა და უკვე მეორე წლის ბოლოს 3 ევროპულ ქვეყანაში გავიტანეთ ექსპორტზე პროდუქცია. ესპანეთი, ლიეტუვა, პორტუგალია და წელს უკვე პოლონეთიც. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ გერმანიის ბაზარზე შესვლისთვის. ეს ბერლინის გამოფენის შემდეგ მოვახერხეთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
Paprika, სამომავლოდ აქტიურად გეგმავს, როგორც ასორტიმენტის ზრდას, ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოებასაც.
„ამ ეტაპზე 40 დასახელების საკმაზ-სანელებელი გვაქვს. მომავალ წელს ვგეგმავთ ასორტიმენტის ზრდასაც. გარდა ამისა, სამომავლო გეგმებს მიეკუთვნება გაფართოება, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ახალი ქვეყნების დამატება ჩვენს საექსპორტო პორტფელში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის გატანა ექსპორტზე. ასევე, სექტემბერში ვაპირებთ დავიწყოთ მუშაობა ესპანეთის ბაზარზე შესვლისთვის. მადრიდში ვიქნებით გამოფენაზე, საიდანაც მოწვევა უკვე გვაქვს“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, პროდუქცია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა საფეხურს გადის - დაწყებული პროდუქტის გადარჩევიდან დამთავრებული შეფუთვით. წარმოებისთვის გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნედლეული.
უახლესი
9 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7759 ლარია10 საათის წინ
კომპანია ,,სტუმარი“ აშშ-ს ბაზარზე გასვლას გეგმავს