მომსახურების გაუმჯობესების მიზნით OTO Motors - ოტო მოტორსი AI ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ოტო მოტორს ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილია ხურცილავამ განაცხადა, AI ტექნოლოგიის დანერგვა FC TEAM-თან თანამშრომლობით მოხდება. FC TEAM იქნება პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც OpenAI-ს შესაძლებლობებს ბიზნეს ოპერაციების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს
პირველად საქართველოში, OTO Motors-ი FC TEAM-თან თანამშრომლობით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით AI ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს, რაც მომხმარებლის კონსულტაციის გაწევის და გაყიდვების პროცესის ავტომატიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის შედეგად, საცალო მომხმარებლების მომსახურების პროცესში არსებული შეცდომები მინიმუმამდე შემცირდება.
FC TEAM პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ბიზნეს ოპერაციების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს
ავტო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდგომ, მივხვდით, რომ უდიდესი ადამიანური რესურსი იხარჯება როგორც დისტანციური არხებით, ასევე შოურუმში კონსულტაციისას. ყოველი მოთხოვნის დამუშავების დროს თანამშრომელს უწევს ერთი და იგივე პროცესების გავლა, რაც მომხმარებლისთვის რეაგირების დროის გაზრდას და ლოდინის გახანგრძლივებას იწვევს. OTO Motors-ი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, შესაბამისად დადგა აუცილებლობა, რომ გამარტივდეს განმეორებითი ამოცანები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საჭირო ინფორმაციას უსწრაფესად და ადამიანური შეცდომისგან დაზღვევით მიიღებს. მეორე მხრივ კი თანამშრომლებს საშუალება ექნებათ ფოკუსირება მოახდინონ უფრო რთულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანურ გამოცდილებას საჭიროებენ. AI ტექნოლოგიის დანერგვით, OTO Motors-ი მიზნად ისახავს რუტინული ინტერაქციის ავტომატიზაციას, რისი საშუალებითაც მომსახურების სფეროში სრულიად ახალ სიტყვას იტყვის. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ რადიკალურად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას, არამედ ოპტიმირებული რესურსებით კომპანიას საშუალებას მისცემს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაწიოს.
AI ტექნოლოგია ყოველდღიურად ცვლის მსოფლიოში მომსახურების სფეროს დღის წესრიგს და მისი საქართველოში დანერგვა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ბიზნესებისთვის
OTO Motors-ი იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც FC TEAM-თან თანამშრომლობით ხელოვნურ ინტელექტს დანერგავს, რაც დაეხმარება პოზიციონირდეს როგორც ლიდერი ტექნოლოგიურ ინოვაციებში ქვეყნის შიგნით და იმედი გვაქვს შთააგონებს სხვა ბიზნესებსაც გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი მათ ოპერაციებში“, - აღნიშნა „ოტო მოტორს ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომპანია OTO Motors-ი 2008 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობა საქონლის იმპორტი და რეალიზაცია იყო, თუმცა მას შემდეგ განვითარების არა ერთი ეტაპი გაიარა და უკვე 2015 წელს სერვისის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. გაიხსნა ავტომობილების მომსახურების სერვის ცენტრი, რომელიც მოიცავს მრავალპროფილური სერვისების ერთობლიობას..
2016 წელს დაარსდა ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი აღდგენის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ვიზუალურ აღდგენას ქარხნული სტანდარტებით.
2018 წელს OTO Motors-მა ერთგულ მომხმარებლებს შესთავაზა დიზელის ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენს ცენტრში უახლესი ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილების დიზელის საწვავის სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება, სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის საწვავის აპარატურის შეკეთება. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის ცენტრი უზრუნველყოფს მომხმარებლის ეფექტურ მომსახურებას, ხოლო მუდმივად განახლებადი მაღაზია – პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს.
უახლესი
41 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო1 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი