Orbeti Pool Club-ი, რომელიც საცურაო აუზის გარდა რესტორანსა და ლაუნჯს აერთიანებს ფართოვდება. როგორც Orbeti Pool Club-ის მენეჯერმა მაკა ძაგნიძემ Business nsider Georgia-თან საუბრისას განაცხადა, საცურაო აუზი გასულ წელს გაიხსნა, თუმცა ზამთარში აუზის დახურვა მოხდა. წელს კი ობიექტს უკვე სპაც დაემატება და კომპლექსი 4 სეზონის განმავლობაში მიიღებს სტუმრებს.
„წელს აუზის დახურვა აღარ მოგვიწევს, რადგანაც Orbeti Pool Club-ი ფართოვდება და ბევრი ახალი სერვისი დაემატება. კომპლექს ემატება მეორე სართული სადაც მშრალი და საუნა განთავსდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ზამთრისთვის ყველაფერი მზად იქნება“, - განაცხადა მაკა ძაგნიძემ.
როგორც Orbeti Pool Club-ის მენეჯერი აცხადებს, ძირითადი მომხმარებლები Pool Club-ში თბილისიდან ჰყავთ.
„რაც შეეხება ტარიფებს - შუა კვირაში ანუ ორშაბათი-პარასკევი ტარიფია 50 ლარი, ხოლო შაბათ-კვირას ერთი ადამიანის მომსახურების სერვისი 70 ლარია.
10 წლამდე ბავშვების შემოსვლა კი უფასოა. ამ ფასში შედის ხის შეზლონგი ლეიბით, ბალიშებით. ასევე მომსახურებაში შედის პირსახოცები, ქოლგა და სხვა.
ყველაზე მეტი მომხმარებელი შაბათ-კვირას გვყავს. რეალურად იმდენი მომხმარებელი გვყავს, რომ ფიზიკურად ჯავშნებს ვეღარ ვაკეთებთ. შარშანდელი გამოცდილების მიხედვით, წელს წინასწარ ჯავშნებს აღარ ვიღებთ. იმდენად კარგად იმუშავა ობიექტმა, რომ გახსნიდან 3 დღეში რეკლამა ავიღეთ.
ივლისში, როცა ტემპერატურამ მოიმატა ფასი გავზარდეთ, თუმცა ხალხის ნაკადი გაიზარდა“, - აცხადებს მაკა ძაგნიძე.
Orbeti Pool Club-ში არ გამორიცხავენ, რომ ფასების მომატება გარკვეულ პერიოდში ისევ მოუწიოთ, რაც სხვადასხვა მიზეზებზე იქნება დამოკიდებული.
ირკვევა, რომ Orbeti Pool Club-ი მოთხოვნადია კორპორატიული წვეულებების თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის.
როგორც Orbeti Pool Club-ის მენეჯერი ამბობს, უკვე გარკვეული ივენთების გრაფიკის გაკეთებაც კი დაიწყეს.
უახლესი