„თალასა ჯგუფი“ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, ზღვიდან 800 მეტრის დაშორებით პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.
კომპანიისთვის ეს პირველი პროექტია, რომელიც მაისში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2024 წლის დეკემბერში დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,თალასა ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა თამარ ლომიძემ განაცხადა.
„სახლი ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალისგან შენდება . ძირითადი კარაკასის მშენებლობა მაისში დაიწყო. მოთხოვნა უკვე ფიქსირდება და ამ ორი თვის განმავლობაში ბინების 5 % უკვე გაიყიდა. მშენებლობას მომავალი წლის დეკემბერში დავასრულებთ. პროექტი ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულ ტურისტულ ზონაში ხორციელდება. ბინები წარმოდგენილია პანორამული ხედით ზღვაზე, ბოტანიკურ ბაღსა და მთებზე.
კომპლექსში განთავსდება მიწისქვეშა პარკინგი, დახურული საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, კაფე, რესტორანი, რეცეფცია, საკონფერენციო დარბაზი, დაცული ეზო, საბავშვო მოედანი, დაცვა, ვიდეო კონტროლი. გარდა ამისა, მაცხოვრებლებს შეეძლებათ დასუფთავების მომსახურებით სარგებლობა", - აღნიშნა თამარ ლომიძემ.
მისი ინფორმაციით, კომპლექსი 110 ბინას მოიცავს. საცხოვრებელი ბინის ფართი 47მ2-დან 96.1მ2-მდეა. რაც შეხება ფასს, 850 დან 2000 დოლარამდეა სართულის და ხედის მიხედვით. კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი