დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Omnibus Express-ი თბილისსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაყვანებს ანახლებს

Omnibus Express-ი თბილისსა და ბათუმს შორის სამგზავრო გადაყვანებს ანახლებს

26-06-2024 12:31:00

ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად თბილისსა და ბათუმს შორის სატრანსპორტო საშუალებების სიხშირეები იზრდება. სიხშირეების ზრდა ხდება როგორც სარკინიგზო ისე საავტობუსო გადაყვანების მიმართულებით. .

კომპანია Omnibus Express-მა დღეს დააანონსა, რომ აახლებს თბილისსა და ბათუმს შორის სეზონურ გადაყვანებს. 

თბილისი - ბათუმი - თბილისის ხაზზე რეისები შესრულდება ყოველდღიურად. თბილისიდან Omnibus-ის სატრანსპორტო საშუალებები გავა ორთაჭალის ავტოსადგურიდან, ხოლო ბათუმიდან „ბათუმი ცენტრალიდან“.

„სიახლე  Omnibus-ის მგზავრებისთვის

თბილისი - ბათუმი - თბილისი

1-ელი ივლისიდან

რეისები სრულდება ევროპული სტანდარტის ავტობუსებით , თბილისის ორთაჭალის და ბათუმის რკინიგზის სადგურიდან.

თბილისიდან - 00:30 11:00

ბათუმიდან - 00:30 12:00

ჩვენთან დაგხვდებათ:

კომფორტული სავარძლები და კონდიცირება

გამაგრილებელი სასმელები

უფასო და ულიმიტო WiFi

USB დამტენები

ბილეთის ღირებულება - 40  ლარი

სასურველი ადგილების დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ-გვერდს omnibus.ge“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები