დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქტომბერში, ₾9 600 მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა წლიურად 0.3%-ით გაიზარდა

ოქტომბერში, ₾9 600 მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა წლიურად 0.3%-ით გაიზარდა

27-11-2023 12:34:46

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით 2023 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 17.9%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 

PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით  შემოსავლების სამსახურის მონაცემები არ არის საბოლოო და შეიძლება მცირედით გაიზარდოს. (ბოლოს ნანახია 20.11.2023). მონაცემები აღნიშნავს დარიცხულ ხელფასს. ** 0-599 ლარისა და 600-1199 ლარის მიმღებ პირთა წილის კლება 2022 წლის მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ გამოწვეული იყო დეკემბერში მე-13 ხელფასის მიმღებ პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები