მსგავსი ჯილდოები დიდი სტიმულის მომცემია, აცხადებს ღვინის კომპანია GIDA WINE-ს დამფუძნებელი გივი ყვარელაშვილი.
GIDA WINE-ს ღვინოებმა WinExpo Georgia 2023-ის ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვეს და ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელი გახდა ღვინო ხიხვი 2021, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი საფერავი ხაშმი 2021.
„მცირე ფორმატის მარანი ვართ და არ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით ღვინოს, მსგავსი ჯილდოები დიდი სტიმულის მომცემია და რა თქმა უნდა განაპირობებს იმას, რომ ღვინის ხარისხი უფრო გავაუმჯობესოთ და მეტ ქვეყანაში გავიტანოთ ექსპორტზე.
WinExpo საქართველოს ფარგლებში რაც ტარდება ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირია. მსგავს ფესტივალზე, სადაც 300-მდე კომპანია მონაწილეობდა, ჩვენთვის ოქროს მედლის აღება დიდი წარმატებაა. სულ 9 ოქროს მედალი გაიცა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
გივი ყვარელაშვილის თქმით, GIDA WINE წლის განმავლობაში 50 ათასამდე ბოთლს აწარმოებს. GIDA WINE-ს ღვინოები იყიდება საექსპორტო ბაზრებზეც.
„ჩვენი ღვინოები კოვიდპანდემიის შედეგ გავიდა იტალიაში, თუმცა კორონამდეც გვქონდა მცირედი გადაზიდვები. ჩვენი ღვინო იყიდება ასევე აშშ-ში, გერმანიაში. ახლა ღვინის შეტანაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იაპონიასთან.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად წარმოდგენილები ვართ „8000 მოსავალი“ და რამდენიმე მაღაზიაში“, - აცხადებს GIDA WINE-ს დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, პანდემიის დასრულების შემდეგ გაყიდვების ზრდა სახეზეა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია GIDA WINE ჩამოყალიბდა 2018 წელს. მარანი მდებარეობს კახეთში,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. სახელი უკავშირდება ძმებ ყვარელაშვილებს, რომლებიც აგრძელებენ ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას.
ძირითადი მიმართულებაა ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინოები.
უახლესი
6 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე8 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს8 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა