დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ სებ-ის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის  მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ სებ-ის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა

30-05-2024 22:30:00

ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციამ (ANNA) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებით განხორციელებული მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილების თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.


ასოციაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებისა  და ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ (სეკიურიტიზაცია) კანონების საფუძველზე სებ-ის მიერ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში შემუშავებულ მარეგულირებელ ჩარჩოზე. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დამტკიცებული რეგულაციები შესაბამის სფეროში მოქმედ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას ასახავს.


დამატებით, ანგარიშში ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ საჯარო კონსულტაციებისთვის  გამოქვეყნებული "მწვანე, სოციალური, მდგრადი და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესის" პროექტის შესახებ, რომელიც კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) მიერ დადგენილ პრინციპებს ეფუძნება. გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნაბიჯია საქართველოში საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემიტენტებისთვის აღნიშნული სტატუსის მისანიჭებლად მოთხოვნების დადგენის კუთხით.


საქართველოს ეროვნული ბანკი ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების ასოციაციის წევრი 2015 წლიდანაა და ის პასუხისმგებელია ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრისა (ISIN) და ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციის კოდის (CFI) მინიჭებაზე - ISO 6166 და ISO 10962 სტანდარტების შესაბამისად.


ANNA ნუმერაციის ეროვნული სააგენტოების (NNAs) გლობალური წევრი ასოციაციაა, რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) პრინციპების დაცვითა და ფინანსური ინსტრუმენტებისთვის ISIN, FISN და CFI კოდების პოპულარიზაციით ცდილობს ფინანსური ინდუსტრიის სტანდარტიზაციის ხელშეწყობას, რაც ბაზრის მონაწილეებთან -  მარეგულირებლებსა და სტანდარტიზაციის სხვა ორგანიზაციებთან მუდმივი თანამშრომლობითა და მუშაობით მიიღწევა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები