შემოდგომაზე და კონკრეტულად ნოემბერში დიდი მოთხოვნაა სტამბულისა და ევროპულ მიმართულებებზე, ხოლო მზიანი ამინდების მოყვარული დამსვენებლებისთვის ნოემბრიდან აქტუალურია ეგვიპტე და დუბაი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტურისტულ კომპანია Go Tour-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნინო წიკლაურმა განუცხადა.
მისი თქმით, არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ რამდენიმე ჯგუფური ტურიც დააანონსა.
„ტურისტულ კომპანია Go Tour-ს ნოემბერში 2 ჯგუფური ტური გვაქვს დაანონსებული. შემოდგომით ზოგადად ჯგუფურ ტურებზე მოთხოვნა იზრდება. სტამბულის ჯგუფური ტური ნოემბრის პირველ ნახევარზე გაქვს გათვლილი და მას გიდობას ზურაბ ბალანჩივაძე გაუწევს. ეს ტური გამორჩეული იქნება, რადგან კონსტანტინოპოლსა და იმ დროის კულტურის შესახებ ინფორმაციულად იქნება დატვირთული. ამ ტურზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
მეორე ჯგუფური ტურია იტალიაში. რეალურად იტალიის მიმართულებებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ გადავწყვიტეთ ამ ტურის გამოცხადებაც. ამ ტურის ფარგლებში ჩვენთან იქნება კახა მიქიაშვილი, რომელიც საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს იტალიას. რომის გარდა მოვინახულებთ ბარის, წმინდა ნიკოლოზის საფლავს. გადავალთ ასევე მატერაში. მოკლედ საკმაოდ საინტერესო საექსკურსიო და პილიგრიმული ჯგუფური ტურის კომბინაცია იქნება“, - განმარტავს წიკლაური,
რაც შეეხება ინდივიდუალურ ტურებს, დაიწყო მოთხოვნა ეგვიპტისა და დუბაის მიმართულებაზე.
„დუბაიში საზღვაო ტურები სწორედ ნოემბერ-დეკემბრიდან იწყება და შესაბამისად ინტერესიც დიდია. ასევე გაჩნდა მოთხოვნა შრი ლანკას, მალდივებისა და გოას მიმართულებაზე“, - აცხადებს Go Tour-ის ხელმძღვანელი.
ნინო წიკლაური აცხადებს, რომ შემოდგომის სეზონზე მოთხოვნადია ევროპის რამდენიმე დღიანი ტურები, სადაც იტალიის რამდენიმე მიმართულების პარალელურად ვენა, პარიზი და ბუდაპეშტია აქტუალური.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა