დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნინა თიბილაშვილი პარა ფარიკაობაში, პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია

ნინა თიბილაშვილი პარა ფარიკაობაში, პიზა 2025 მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია

16-03-2025 17:29:00

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობაში 2025 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ნახევარფინალური შეხვედრა უკრაინელ პარამოფარიკავესთან 10:15 დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

ამჟამად საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს. ოქროს მედალი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მოიპოვა, რომელმაც ხმლით ფარიკაობის ფინალში იტალიელი პარამოფარიკავე დაამარცხა. 

სან-პაულოში გამართულ ,,მსოფლიოს თასზე" ხმლით პარაფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმა, რაპირით ასპარეზობაში კი ბრინჯაოს დასჯერდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები