დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება

15-03-2025 15:09:00

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე განცხადებით, გასულ წელს 47%-იანი (92,7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25 %-იანი (32,2 მლნ აშშ დოლარი) - მინერალური და მტკნარი წყლების, 27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) - უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) - ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში. 

„2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი, 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 254 მლნ ლიტრი; ღვინის ექსპორტის ღირებულება - 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 94.7 მლნ ლიტრი; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი, 150 მლნ ლიტრი იყო. 

უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა“, - აცხადებენ სამინისტროში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები