დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნიდერლანდები საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია

ნიდერლანდები საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია

15-08-2024 12:05:00

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება.

2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2023 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 49.0 პროცენტი შეადგინა. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები წარმოდგენილია დიაგრამაზე №3. პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 20.3 პროცენტით (386.3 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა გაერთიანებული სამეფო 19.2 პროცენტით (364.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - აშშ 9.6 პროცენტით (182.2 მლნ. აშშ დოლარი).

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები