დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა სსფ - ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა

ნათია თურნავა სსფ - ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა

05-09-2023 11:01:56

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს  შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს. ნათია თურნავამ ჯიჰად აზურს საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის რეფორმები გააცნო. ამასთან, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ პროგრამა საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის როლზე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის ეროვნული ვალუტის - დრამის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაში. მაღალი რანგის სიმპოზიუმი, დილიჟანში,  სომხეთის ცენტრალური ბანკისა და "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის" ორგანიზებით გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების მმართველებთანაც.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები