დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

23-10-2023 16:37:18

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს შეხვდა.
 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვასაც შეეხო, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
 

"30 წელზე მეტია მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მთავარი თემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ის პროექტებია, რომლებიც  სწორედ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყისიერი  გადახდების სისტემა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იქმნება. აღნიშნული საქართველოში გადახდების სისტემას გაცილებით უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის. ასევე, ვისაუბრეთ სხვა გეგმებზე, მათ შორის, მდგრადი ფინანსების და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.  მთლიანობაში ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო  გაძლიერდება",  -  განაცხადა ნათია თურნავამ.
 

"მსოფლიო ბანკისთვის დიდი პატივია საქართველოს ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა. ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე. ცენტრალური ბანკის როლი მნიშვნელოვანია მთავრობასთან ერთად მიმდინარე რეფორმების განსახორციელებლად. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულების პროექტები განვიხილეთ, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები