როვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდის შეხვდა.
„International Monetary Fund-სა და World Bank-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, კიდევ ერთხელ მომეცა კრისტინ ლაგარდთან შეხვედრის შესაძლებლობა. მას პირველად 2019 წელს შევხვდი, როცა ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის რანგში, ვიზიტით იმყოფებოდა. მქონდა პატივი, ქალბატონი ლაგარდი კიდევ ერთხელ მომეწვია საქართველოში, ამჯერად ECB-ის პრეზიდენტის სტატუსით.
ვფიქრობ, ჩვენ საერთო მიზნები და ღირებულებები გვამოძრავებს. როგორც ერთიან ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების სურვილი, ისე ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული საკითხები და სხვა აქტუალური თემები. მომავალი შეხვედრის იმედი მაქვს", - აცხადებს ნათია თურნავა.
უახლესი