ტურისტული კომპანია Go Tour-ი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანია Unique Experience-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა. როგორც Business Insider Georgia-სთან Go Tour-ის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა აღნიშნა, იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე Go Tour-ს ექნება წვდომა საფეხბურთო თამაშების ბილეთებთან და მოიხსნება ის პრობლემები, რომელიც საქართველოდან „ნაპოლის“ ბილეთების შესყიდვებთან დაკავშირებით იდგა. ასევე Go Tour-ს ექნება ექსკლუზიური ფასები ნეაპოლის და იტალიის სხვა და სხვა ქალაქების სასტუმროებში და ასევე შესაძლებელი ხდება სამხრეთ იტალიაში სხვადასხვა სახის ექსკურსიების მოწყობა შედარებით დაბალი ტარიფებით.
ნინო წიკლაურის განმარტებით, იტალიურ კომპანიას საქართველოსთან მიმართებაში შორს მიმავალი გეგმები აქვს და ამიტომ შემოდგომის ბოლოს კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლას და საელჩოს ჩართულობით დიდი პრეზენტაციის გაკეთებას გეგმავენ.
„Go Tour-ი გახდა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ნაპოლიში გასამართი ყველა საფეხბურთო მატჩის ბილეთი, მისაღებ ფასებში და რაც მთავარია, გარანტირებულად ერთად ვაგრძელებთ ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრობას“, - აცხადებს ნინო წიკლაური.
უახლესი