დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნამუ ლაბის“ გახსნის შემდეგ ვგეგმავთ წარმოება უფრო მასშტაბური გავხადოთ - „ნამუ“

„ნამუ ლაბის“ გახსნის შემდეგ ვგეგმავთ წარმოება უფრო მასშტაბური გავხადოთ - „ნამუ“

24-05-2024 14:00:00

საქართველოში პირველი მცენარეული საკვების კონცეფციის მაღაზიის დამფუძნებელი ანა ტიკარაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „ნამუ ლაბის“ გახსნის შემდეგ გეგმავენ, რომ წარმოება უფრო მასშტაბური გახადონ.

„თბილისში, აბაშიძის 24-ში არის ვეგანური კაფე, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ ვეგანურ, ანუ ცხოველური პროდუქტებისგან თავისუფალ საკვებსა და სასმელს. ასევე ჩვენი პროდუქტი არის რაფინირებული შაქრის გარეშე. წარმოებაში არ ვიყენებთ არც რაფინირებულ ზეთს და ფქვილს. პროდუქცია უგლუტენო და ულაქტოზოა, მისაღებია დიაბეტით დაავადებულთათვის“,- ამბობს ანა ტიკარაძე.

„ნამუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. 19 მაისს კომპანიამ თბილისში „ნამუ ლაბი“ გახსნა, სადაც ფერმენტირებულ ჩაისთან (კომბუჩა) ერთად სხვა კომპანიების მცენარეული პროდუქცია და სასმელებიც იყიდება.

„ნამუ ლაბი - არის კომბუჩას საწარმო. კომბუჩა ფერმენტირებული ჩაია და ჩვენ პირველები ვართ ვინც მისი წარმოება კომერციული მიზნებით დაიწყო. იყიდება კაფეებსა და რესტორნებში. ქსელებში, აგროჰაბში. პროდუქტი ძალიან სასარგებლოა, ფერმენტებით არის გაჯერებული და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ნამუ ლაბში ყველაფერი მცენარეულია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უგლუტენო, ულაქტოზო და უშაქრო პროდუქტები, თხილეული, მარცვლეული, თესლეული, ყავა, ჩაი, შოკოლადები, თავის მოვლის საშუალებები“, - ამბობს ანა ტიკარაძე.

„ნამუ“ ბაზარზე წარმოადგენს 8 სახეობის „კომბუჩას“, ფასი 6 ლარია.

„ნამუ” 2016 წელს ანა ტიკარაძემ შექმნა. ყველაფერი სახლის სამზარეულოდან დაიწყო – ყოველკვირეული ვახშმის კლუბით, სეზონური რითრითებით, ცივად დაწურული წვენების პროგრამითა და მცენარეული დიეტებით. „ნამუში” ყველაფერი მზადდება მცენარეული, ცოცხალი ინგრედიენტებით, არ მოვიხმართ რაფინირებულ ხორბლის ფქვილს, შაქარსა თუ ზეთს და არც სუფრის მარილს. უმეტესობა პროდუქტის ცხობის გარეშეა და შენარჩუნებულია ინგრედიენტების სარგებელი.

2019 წელს პატარა საცდელი კაფე გაიხსნა სოლოლაკში. 2022 წლის აპრილში კი ვაკეში თანამედროვე სივრცე გაჩნდა, სადაც, კაფესთან ერთად, ფუნქციონირებს საერთო სამუშაო სივრცეც. 2023 წელს გაიხსნა პირველი მცენარეული მაღაზია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა მწარმოებლის ვეგანური პროდუქტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები