„ნამაი ვაკე“არის კომპანია „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ პირველი პროექტი, რომელიც თბილისში დასრულდა. ეს არის ერთად-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელმაც ენერგოეფექტურობის ატლასის ხარისხი მიიღო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა თინათინ ჯაფარიძემ განუცხადა.
„ამ პროექტში 78 ბინა გვაქვს და თითქმის სრულად არის გაყიდული. მხოლოდ ორი ბინა დარჩა ეს არის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც, მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ამ ლოკაციაზე იყო მოთხოვნა და გაყიდვები მალევე დასრულდა. ერთი კვ/მ-ს ფასი მერყეობდა 2,5 ათასი დოლარის ფარგლებში. ბინებში არის იატაკქვეშა გათბობა და საიზოლაციო მასალები. ყველა ბინაზე გათვლილია ავტოპარკინგი და საწყობი ფართობი“, - ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
მისი თქმით, ენერგოეფექტური შენობები და სახლები დღეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ტრენდი და გამოწვევაა, რაც სარგებლიანი როგორც საკუთრივ შენობის მესაკუთრისა და მცხოვრებლისთვის, ასევე გარემოსა და ეკოლოგიისთვისაც უნდა აღმოჩნდეს.
„ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი" დიდი ლიეტუვური ჯგუფია, რომელიც საფინანსო, სამშენებლო მასალების საწარმოო და სავაჭრო, IT და დეველოპმენტ სფეროებში ოპერირებს.
უახლესი
6 საათის წინ
როგორის Meama-ს მიმდინარე შეთავაზებები