დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნადი ჯგუფი“ ლოკოკინის ფილეს საფრანგეთსა და ესპანეთში გაიტანს

„ნადი ჯგუფი“ ლოკოკინის ფილეს საფრანგეთსა და ესპანეთში გაიტანს

22-03-2023 15:15:07

კომპანია „ნადი ჯგუფმა“ სენაკში ლოკოკინას ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა სულ ახლახან დაასრულა და წლის ბოლოსთვის პროდუქციის ექსპორტზე გატანას განიხილავს.

„ამ დროისათვის ადგილობრივ ბაზარზე ვმუშაობთ, ვავითარებთ ფერმებს, ანუ ვყიდით სანაშენე ლოკოკინებს, რათა მათ შემდგომ გააშენონ ფერმები. დაინტერესება დიდია და ჩვენი ინტერესიცაა, რომ ქვეყანაში მეტი ფერმა მოეწყოს, რათა შემდგომ მეტი ლოკოკინა ჩავიბაროთ და პროდუქცია ვაწარმოოთ. ჩვენი ინტერესია საწარმომ იმუშაოს. საწარმოს ახლა ახალი მოსავლისთვის ვამზადებთ, რომელსაც შემოდგომაზე მივითებთ“,-განმარტავს მერაბ ნადარაია.

მისი თქმით, ლოკოკინას გაზრდას იმ დრომდე, რომ ხორცის მიღება იყოს შესაძლებელი 6-7 თვიანი პერიოდი სჭირდება.

„ნადი ჯგუფი“ ამ დროისათვის ლიფსიტებს და დედა ლოკოკინებს ყიდის, რომლის რეალიზაციიდანაც 2022 წელს 600 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ექსპორტს, ის საწარმოს ამოქმედებიდან შემოდგომიდან დაიწყება. კომპანიას უკვე მოლაპარაკებები აქვს ფრანგულ და ესპანურ კომპანიებთან, სადაც შემოდგომიდან ლოკოკინას ხორცის ფილეს გაიტანს. 

როგორც  Business Insider Georgia-თან ნადი ჯგუფის" დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, საწარმოს მშენებლობისთვისა და შესაბამისი ტექნოლოგიების მონტაჟისთვის კომპანიამ 1,5 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმო ოფიციალურად შემოდგომიდან ამუშავდება და წლის განმავლობაში 3500 ტონა ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას შეძლებს.

საწარმოს ექსპლუატაციის შემდეგ კომპანია მთლიანობაში 80 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო დღეისათვის 50 ადამიანს ასაქმებს. 

შპს Nadi group-ი 2018 წელს, იტალიური კომპანია ჩერასკოს მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები