დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზის ენერგიის პროექტებზე მოთხოვნაა, რეგიონში ვითარდება მწვანე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და იზრდება ინვესტიციები - Photomate Eurasia-ს რეგიონული დირექტორი

მზის ენერგიის პროექტებზე მოთხოვნაა, რეგიონში ვითარდება მწვანე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და იზრდება ინვესტიციები - Photomate Eurasia-ს რეგიონული დირექტორი

24-09-2024 13:00:00

საქართველოს ბაზარზე მზარდი მოთხოვნაა განახლებად ენერგიაზე, რაც გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერის შედეგია. წლიდან წლამდე იზრდება როგორც მზის ენერგიაზე დაფუძნებული პროექტების რაოდენობა, ისე ინვესტიციები ამ სექტორში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მზის ენერგიის კომპანია Photomate Eurasia-ს დირექტორმა კავკასიის რეგიონში დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა.

„Photomate-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ადგილობრივი გარანტიისა და ძლიერი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ჩვენი ტექნიკური გუნდი კრიტიკულ როლს ასრულებს, რადგან სირთულეებისა და ტექნიკური საკითხების სწრაფი გადაწყვეტა განსაზღვრავს სისტემების ეფექტურობასა და საიმედოობას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოიყენონ მათი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, Photomate-ის უპირატესობას წარმოადგენს საქართველოში არსებული ადგილობრივი საწყობი, რაც სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს და კიდევ უფრო ამარტივებს ნებისმიერი მასშტაბის პროექტის მართვას. ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ ლოგისტიკურ და მარკეტინგულ მხარდაჭერას, რაც დამატებით ზრდის ჩვენი სერვისების კონკურენტულობას ბაზარზე“,- განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ადგილობრივ ტექნიკურ მხარდაჭერაზეა.

„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ინჟინრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც გაყიდვამდე, ისე გაყიდვის შემდგომ სწრაფ და საიმედო მომსახურებას. ეს სერვისი მნიშვნელოვანია მზის ელექტროსადგურების ეფექტური და სტაბილური მუშაობისთვის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად გამოიყენონ მათი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

Photomate Huawei Digital Power-ის VAP პარტნიორია.

„რაც იმას ნიშნავს, რომ Photomate არის რეგიონში ერთადერთი კომპანია, რომელიც ჰუავეის მაღალტექნოლოგიური მზის ინვერტორებისა და ენერგიის შემნახველი სისტემების მომწოდებელია. გარდა ამისა, Photomate არის Huawei-ს CSP - სერტიფიცირებული სერვის პარტნიორი, რაც უზრუნველყოფს პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერის გარანტიას და დამატებით ზრდის ჩვენი სერვისების ხარისხს“, - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.

ამასთან, Photomate-ის საქმიანობა წარმატებით ვითარდება აზერბაიჯანსა და სომხეთში.

„ორივე ბაზარზე მზარდია ინტერესი განახლებადი ენერგიის მიმართულებით, განსაკუთრებით მზის ენერგიის პროექტებზე. მოთხოვნა იზრდება, რადგან რეგიონში ვითარდება მწვანე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და იზრდება ინვესტიციები. ჩვენი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მოთხოვნადია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ტექნოლოგიურ უპირატესობას და საიმედოობას, რაც აუცილებელია როგორც მცირე, ისე მსხვილი პროექტების წარმატებისთვის“, - აცხადებს დავით ტყეშელაშვილი.

Photomate 2008 წელს ჩეხეთში დაარსდა და დღეს 23 ქვეყანაში ოპერირებს. Photomate Eurasia 2021 წლიდან გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მზის ინვერტორებისა, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და ფოტოვოლტური მოდულების ფართო პორტფელს, რომელიც განკუთვნილია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული და დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები