დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზარდია თუ არა საქართველოსა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები

მზარდია თუ არა საქართველოსა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები

25-09-2023 11:00:17

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აშშ-ში 1,190,145.13 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 617,730.73 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 93%-ია.

2022 წელს აშშ-დან საქართველოში 1,012,496.12 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, 2021 წელს კი 648,201.29 ათასი დოლარის.

მიმდინარე წლის სტატისტიკით, აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 94%-ი მოდის. იანვარ-აგვისტოში აშშ-დან საქართველოში 1190145.13 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაფიქსირდა. 

2023 წლის 8 თვეში საქართველომ აშშ-ში 49,849.61 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან მნიშვნელოვან კლებას აჩვენებს. 2022 წლის 8 თვეში საქართველომ აშშ-ში 191 078.21 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

2023 წლის სტატისტიკით აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ფეროშენადნობებია, რომელზედაც აშშ-ში მთლიანი ექსპორტის 62%-ი მოდის. 

ცნობისათვის, 2022 წელს საქართველომ აშშ-ში 265,059.69 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2021 წელს კი 194,670.65 ათასი დოლარის. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები