მთავრობამ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერის მიზნით, 1 ტონა ხორბლის ფქვლზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით -250-ლარამდე გაზარდა, ხოლო ქატოსა და ქერის იმპორტზე გადაახადი 100 ლარით განისაზღვრა.
„ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი და ეს განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებითა და იმ ჭარბი მოსავლით რაც არსებობს მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50 ლარით გაიზარდოს და ჯამში 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ .
მისივე თქმით, უამინდობის გამო ადგილობრივი ფერმერების მიერ მიღებული ხორბლის მოსავალი დაბალია და ძირითადად საფურაჟე დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი.
„შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე დაწესდეს 100 ლარი დამატებით საიმპორტო გადასახადი და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიიღება და ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარით განისაზღვრება დამატებით საიმპორტო საფასური. ვფიქრობთ, ეს ძალიან დაეხმარებათ ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პურის ფასზე გავლენა არ ექნება.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა და მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე განისაზღვრა.
უახლესი
3 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?7 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად19 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა