დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 36%-ითაა გაზრდილი

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 36%-ითაა გაზრდილი

20-10-2023 10:00:14

საქართველოს რეექსპორტში პირველი ადგილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკით, საქართველოდან 79,316 მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტირდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 1,566,071.87 ათასი დოლარია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 58,153 ერთეული შეადგინა. შესაბამისად ზრდა 36%-ია. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 9 თვის მონაცემებით მსუბუქი ავტომობილების კუთხით საქართველოს ნომერ პირველი სარეექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან 26,586 მსუბუქი ავტომობილი გაიგზავნა, რომლის ღირებულებაც 414,946.61 ათასი დოლარი იყო. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 18,299 საქართველოდან მსუბუქი ავტომობილი რეექსპორტირდა. მათი ღირებულება კი 328,702.71 ათასი დოლარი იყო.

2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა - TOP-5 ქვეყანა

ყაზახეთი - 26,586 ერთეული მსუბუქი ავტომობილი,

აზერბაიჯანი - 18,299 ერთეული მსუბუქი ავტომობილი,

სომხეთი - 13,265 ერთეული მსუბუქი ავტომობილი,

ყირგიზეთი - 11,122 ერთეული მსუბუქი ავტომობილი,

რუსეთი - 4,951 ერთეული მსუბუქი ავტომობილი.

2022 წლის სტატისტიკით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 79,887 ერთეული, შეადგინა, 2021 წელს კი 63,860 ერთეული, ზრდა 25%-ი.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები