2023 წლის 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების 1 412 250 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი კი 38%-ით მეტია წინა 28 დღის მონაცემებზე.
ჯანმოს ინფორმაციით, ხმელთაშუაზღვისპირეეთის აღმოსავლეთ ნაწილში COVID-19-ის შემთხვევების მაჩვენებელი 113%-ით გაიზარდა, წყნარი ოკეანის რეგიონში 52%-ით, ხოლო ევროპაში - 39%-ით.
COVID-19-ის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით დაფიქსირდა კორეის რესპუბლიკაში - 1 296 710. იტალიაში ამ პერიოდში COVID-19-ით 26 998 ადამიანი დაინფიცირდა, დიდ ბრიტანეთში - 26 264, ავსტრალიაში - 20 628, სინგაპურში - 20 432 .
COVID-19-ით 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოში 1888 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობა წინა 28 დღის მაჩვენებლებთან შედარებით 50%-ითაა შემცირებული.
უახლესი