დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოს ყველა კუთხიდან 600-ზე მეტი დასახელების რჩეული ღვინის კოლექციას ვქმნით -VINO & VINO

მსოფლიოს ყველა კუთხიდან 600-ზე მეტი დასახელების რჩეული ღვინის კოლექციას ვქმნით -VINO & VINO

22-09-2023 10:47:19

 

VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. მათ შორის თბილისშიც, რომელიც ღვინის მოყვარულებისთვის ძალიან ნაცნობი სივრცეა. რჩეული ღვინოების მაღაზიაში ერთი კუთხე ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს აქვს დათმობილი.

როგორც VINO&VINO -ს მარკეტინგის მენეჯერი ნიკა სუხიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, მთავარი კრიტერიუმი, რითაც კომპანია დახლებზე პროდუქციას არჩევს, ხარისხი და გამორჩეული ნიშაა, რაც კონკრეტულ ბრენდს ახასიათებს.

„ჩვენი მაღაზია 600-ზე მეტი დასახელების რჩეული ღვინის კოლექციას ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, მთელი საქართველოდან. მომხმარებელს ვთავაზობთ უნიკალურ ღვინოებს სხვადასხვა მწარმოებლის, ჯიშების და სახეობის მიხედვით. ჩვენს დახლებზეა ალკოჰოლური სასმელების დიდი ასორტიმენტი, სადაც 75% ღვინოს უჭირავს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შევთავაზოთ მთელი მსოფლიოდან და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და მათ პოპულარიზაციას. მაღაზიაში ქართულ კოლექციას ერთი კუთხე აქვს წარმოდგენილი. ყველა მათგანი განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია. გარდა ამისა, VINO&VINO-ში შეხვდებით ღვინოებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ბევრი ისეთია, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან არის წარმოდგენილი", - ამბობს ნიკა სუხიშვილი.

VINO&VINO თბილისში, ყაზბეგის 31 ნომერში მდებარეობს. გარდა მაღაზიისა, ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ დისტრიბუციის სერვისით ისარგებლონ. რაც შეეხება ფასს, 19- ლარიდან იწყება და 6000 ლარს აჭარბებს.

VINO&VINO -ს გეგმაშია გაფართოება და ორი ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც ქართულ ბაზარს მალე შეემატება. ალკოჰოლური სასმელების ცნობილი მაღაზია ამ ეტაპზე სტაბილურად 12 ადამიანს ასაქმებს.

ცნობისთვის, VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. კომპანიის მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შესთავაზოს მთელი მსოფლიოდან და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და პოპულარიზაციას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები