დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოში ყოველ წელს ჩატარდება - ლევან დავითაშვილმა ზამთრის კურორტებზე სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოში ყოველ წელს ჩატარდება - ლევან დავითაშვილმა ზამთრის კურორტებზე სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

20-12-2023 14:45:00

ზამთრის კურორტებზე სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება გუდაურში ჩატარდა, სადაც დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი და სამი ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ზამთრის ახალი სათხილამურო საკურორტო სეზონის გახსნა. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ ამ სეზონის გახსნას ვხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით გუდაურში. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს მთელ გუნდს. მთის ტრასების სააგენტოს. ყველას, ვინც დაუზოგავად შრომობდა მთელი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული ზამთრის საკურორტო სეზონი გვქონდეს საქართველოში არა მხოლოდ გუდაურში, არამედ ყველა სხვა კურორტზეც. სრული მომზადებით ვხვდებით ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, დავითაშვილის ინფორმაციით, მსოფლიო თასის ეტაპები საქართველოში ყოველ წელს ჩატარდება. 

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ, ჩვენს მიერ მაღალ დონეზე ორგანიზების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მსოფლიო თასის ეტაპები ყოველ წელს ჩატარდეს.

წელს, უახლოეს ხანში ჩატარდება პირველი ეტაპი ბაკურიანში. შემდეგ გვექნება თებერვლის თვეში მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში. მონაცვლეობით გვექნება ზამთრის კურორტზე მსოფლიო თასის ეტაპები და რა თქმა უნდა, საქართველოში ეს მაღალი დონის ღონისძიება გაშუქდება მსოფლიო დონეზე და გაზრდის ჩვენი ზამთრის კურორტების ცნობადობას. ეს კიდევ უფრო მეტი მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტს მოიყვანს ჩვენს ქვეყანაში.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი ტურიზმის დინამიკური განვითარებისთვის კეთდება", - აღნიშნა დავითაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები