საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. მონაცემებს „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ აქვეყნებს.
კანონის უზენაესობა (განმარტება) - ფასდება მთავრობის მოქმედებების კანონის ნორმებთან შესაბამისობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატივისცემა.
„საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცოგოვინა.
კანონის უზენაესობით საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება“, - ნათქვამია კვლევაში.
საქართველოში „კანონის უზენაესობა“ შეფასდა მსოფლიოს 10 წამყვანი ანალიტიკური ცენტრის და კვლევითი პროექტის პროვაიდერის შემაჯამებელი ანალიზის საფუძველზე, რომელთა შორისაა: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი, ბრიტანული ორგანიზაცია ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითი, ბეთსელმანის ფონდი(გერმანია), გელაპის ორგანიზაცია (აშშ), დემოკრატიის კვლევითი პროექტი „დემოკრატიის მრავალფეროვნება VDEM (გოტენბერგისა და როტერდამის უნივერსიტეტები), მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი -კანონის უზენაესობის ინდექსი (აშშ) , მსოფლიო ბანკის სამეწარმეო გამოკვლევა და S&P Global.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა