სასტუმრო ,,ქვევრებს“, რომლის ინტერიერიც სახელწოდებას ზუსტად მიესადაგება, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სულ რაღაც 2 კვირის წინ გახსნილი სასტუმროს ვიდეო-რგოლებს უკვე მილიონობით ნახვა აქვს.
როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი გიორგი როჩიკაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, სასტუმროს გახსნის მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარება,ღვინისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
„ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტურისტული კომპლექსის მიმართ ნამდვილად დიდი მოლოდინი გვაქვს. უკვე არის ინტერესი, რასაც ველოდით კიდეც, ყველაზე განსხვავებული კონცეფციაა, მსგავსი რამ არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს - ქვევრის ფორმის ნომრები სასტუმროში. ტერიტორია სამ ჰექტარს მოიცავს. განთავსებული გვაქვს 20 ქვევრ-ნომერი, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია, ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე, ღია აუზი გათბობით, რომლის პარამეტრებია 20/7-ზე, საკმაოდ დიდი და კომფორტულია.
თითო ქვევრის შიდა ფართი კი 25 კვ.მ-ია, აქედან სველი წერტილი შეადგენს 5 კვ.მ-ს, ნომრები ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების მაღალი სტანდარტების სისტემებით არის აღჭურვილი. აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, დასვენებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობებია, სადაც ყველა დეტალი უმაღლესი სტანდარტით არის შესრულებული. ამ ყველაფრის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, მეღვინეობის სფეროს ხელშეწყობა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში“, - ამბობს გიორგი როჩიკაშვილი.
ცნობისთვის, ,,ქვევრები“ თელავში, სოფელ შალაურში ოპერირებს. პროექტი „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.
რაც შეეხება ტარიფებს, სასტუმრო-ქვევრში დამსვენებელს საწყის ეტაპზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს და 2 კაცის განთავსება საუზმით 385 ლარია. სამსართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 350 ლარიდან 450 ლარამდე ფარგლებშია.
ამ ეტაპზე ,,ქვევრებში“ 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
14 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად