დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დასრულდა

06-03-2023 20:40:38

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დასრულდა. საქართველოს სამთო კურორტმა ბაკურიანმა, ჩემპიონატს 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, წარმატებით უმასპინძლა.

ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში 42 ქვეყნის 700- მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 სახეობაში 30 შეჯიბრი შედგა. 

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო ორგანიზატორები იყვნენ მთის ტრასების სააგენტო (MTA) და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია (GSF). 

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში იყო, ის პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 

მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი), 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი - ჯამური მოცულობით 307 000 მ3), 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში შვეიცარია უმასპინძლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები