მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტს დევიდ მალპასის გადადგომის შემდეგ Mastercard-ის ყოფილი ხელმძღვანელი აჯაი ბანგა დაიკავებს. ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 3 მაისს აჯაი ბანგა ხუთი წლის ვადით აირჩია. Mastercard-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკის მე-14 პრეზიდენტია. ის მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა ორგანიზაციას უხელმძღვანელებს, მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს.
მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტი მუშაობას 2023 წლის 2 ივნისს შეუდგება.
მსოფლიო ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მალპასმა გადადგომის გადაწყვეტილება 15 თებერვალს გამოაცხადა. ის ორგანიზაციას ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
მალპასის სამომავლო კარიერული გეგმები უცნობია.
Mastercard-ის ყოფილი ხელმძღვანელის კანდიდატურა თებერვლის ბოლოს შესთავაზა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აჯაი ბანგა ცალსახად არის პოზიციონირებული მსოფლიო ბანკის ლიდერად „ისტორიის ასეთ კრიტიკულ მომენტში", - თქვა ბაიდენმა.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის